მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი

6 июл. 2009 г.

თანამედროვე ტექნოლოგიები განათლების სამსახურში

კურსის შემდგენლები
კურსის დამუშავებაში მონაწილეობა მიიღეს: პაატა პაპავამ, პავლე თვალიაშვილმა, ნინო ბიგვავამ, ეკა კორძაძემ, ზაქრო გიუნაშვილმა.


საქართველოს სკოლებში კომპიუტერისა და ინტერნეტის გაჩენამ სასწავლო პროცესში ისტ ტექნოლოგიების დანერგვა ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად გადააქცია. ფაქტია, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიები სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება ყველა ასაკის მოსწავლისთვის. ამიტომ სკოლების რეფორმის გზაზე განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს შეკითხვა, როგორ დავეხმაროთ პედაგოგებს სწავლება-სწავლის პროცესში ისტ-ის ეფექტურად გამოყენებაში. მით უმეტეს, რომ ისტ-ის ნაყოფიერად გამოყენება ნებისმიერ საგნობრივ ჯგუფსა და საფეხურზეა შესაძლებელი.

კურსის მიზანი
ტრენინგ-კურსის მიზანია საქართველოს სკოლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და პრინციპების შესაბამისად.

სტუმრები 187-ე საჯარო სკოლაში

საინფორმაციო-ტექნოლოგიებში პედაგოგთა გადამზადება მიმდინარეობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი თბილისის 187-ე საჯარო სკოლაში, საინფორმაციო ტექნოლოგიებში პედაგოგთა ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნენ. გადამზადებაში დედაქალაქის რამდენიმე საჯარო სკოლის მასწავლებელი მონაწილეობდა.

იხილეთ დაწვრილებით 



საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით მომზადებული გაკვეთილები სკოლების მიხედვით

Irex-ის ლაბორატორია

იცით რა არის GooGle

60 სკოლა - ტრენინგის მონაწილე პედაგოგები

XX საუკუნე და ტექნოლოგიები

მინანქარი-უძველესი ქართული ხელოვნება